ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექაური და ახალკაცი მადრიდის ღია პირველობის ფინალში იჭიდავებენ

ბექაური და ახალკაცი მადრიდის ღია პირველობის ფინალში იჭიდავებენ
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე დღეს ოთხი ქართველი – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ), ალექსანდრე გულბიანი (81კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) და გიორგი ბენდელიანი (100კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ორ ძიუდოისტს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
ლაშა ბექაურმა ფინალამდე ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ფრანგ ლივოლსს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, 81კგ წონით კატეგორიაში ის ფინალში ფრანგ არეგბას შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ მადრიდში ასპარეზობს ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერიც (+100), რომელიც ფინალშია გასული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.