ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბესიკ ხარანაული - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს

კვლავაც უფრო, საქართველო!
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს
კვლავაც უფრო,
საქართველო,
ეს დღე გათენებულია,
დედამიწის ყველა კუთხე
შენი მაყურებელია,
შეუღები შეგიღია,
შეუძლები შეგძლებია!
ტრიბუნებზე მდგარი ხალხი
ერთურთს ტაშით ეხლებიან,
- ვინ არიან?
კითხულობენ,
- რა ხალხია, რა ერია?
- ჯვრიანი დროშა ფრიალებს,
საქართველო აწერია!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.