ბესელია: კალაძის განცხადება იყო უპასუხისმგებლობა, გაქცევა საკუთარი ტვირთისგან (ვიდეო)

მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას თქმით, კახი კალაძის განცხადება, რომ “სადგურის მოედანზე” დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და „ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ტვირთისგან გაქცევაა.

ბესელიამ აღნიშნა, რომ დაუჯერებელია მოსახლეობას სცოდნოდა, რომ სახლის დანგრევის საშიშროება არსებობდა და გასვლაზე უარი ეთქვათ.

პასუხისმგებლობის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს განცხადება კალაძის იყო ისეთი უპასუხისმგებლობა, გაქცევა საკუთარი ტვირთისგან, რომელიც შეუძლებელია არ ესმოდეს ნებისმიერ მოქალაქეს. 

შენ რომ გქვია, საკუთარ თავს ხომ უწოდებენ ხელისუფალს, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ ამას რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ ხომ აქვთ ყველა მართვის სადავე ხელთ, როგორ შეიძლება იცოდე, რომ სახლი ინგრევა, უყურებ ამას შორიდან და ელოდები თავისი ნებით ვინ დატოვებს შენობას.

არ მჯერა, რომ იცოდე შენი სახლი თავზე დაგენგრევა, ნანგრევებში მოყვები და იტყვი, რომ არა მე ამ სახლში უნდა ვიყო. არ მჯერა,” – განაცხადა ბესელიამ. 

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს