ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ანრი ფუტკარაძემ ფინალში ირანელი მუჰამედ ბუვეინი პიანი 9:1 დაამარცხა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ლუკა კოჩალიძემ კი ფინალში მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების სახელით მოასპარეზე აბდურმახან აბდულკადიროვი 2:1 დაამარცხა.
22 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში თურქი ომერ ალტაში 9:0 დაამარცხა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.