არქივი27 აგვისტო, 2024, 14:25
ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
კომპანია TAV GEORGIA-ს ინფორმაციით, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი 6 ნოემბრიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.
კომპანიის ცნობით, ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.
Sky Express - ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.