ბერძენი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საბერძნეთში პოპულარული მედია პლატფორმა “Athinorma”-ს ჟურნალისტებს უმასპინძლა.
ბერძნული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. ბერძენი ჟურნალისტები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ალავერდის მონასტერი მოინახულეს, ეწვივნენ სიღნაღს, დაათვალიერეს ღვინის მარნები და ვენახები. კახეთის შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები ყაზბეგს ესტუმრნენ, დაათვალიერეს გერგეტის სამება.
ტურის ფარგლებში “Athinorma”-ს წარმომადგენლებმა მცხეთა და უფლისციხე მოინახულეს. შიდა ქართლში ეწვივნენ ღვინის მარნებს, სადაც გაიმართა ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია.
ბერძნული მედიის წარმომადგენლების ძირითად ინტერესს წარმოადგენს თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციები, ღვინო, გალერეები, ღვინის ბარები.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)