ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბერლინში კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის კანონის გამკაცრების გეგმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ბერლინში კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის კანონის გამკაცრების გეგმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ბერლინში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა ოპოზიციური კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის შეზღუდვის გეგმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბერლინის პოლიციის ცნობით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ბუნდესტაგის ქვედა პალატის გვერდით, დაახლოებით 160 000 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით : „არავითარი თანამშრომლობა AfD-სთან", "მერც, წადი სახლში, გრცხვენოდეს!".
კანონპროექტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს, კონსერვატორთა ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკიდან, ფრიდრიხ მერცმა, AfD-ის მხარდაჭერით წარადგინა, Reuters-ი წერს, რომ მერცმა ამით ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგ ტაბუ დაარღვია.
ამასთან, მერცი გასული კვირის პარასკევს შეეცადა, საიმიგრაციო კანონპროექტი ბუნდესტაგის ქვედა პალატაში წარედგინა, მაგრამ ამისთვის საჭირო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რადგან მის მხარდაჭერაზე თავად მერცის პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმაც უარი განაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.