ბერდია სიჭინავა: კვერცხების იმედად რომ რჩები ბოლოს, დასასრული არის ძალიან ახლოს

“კვერცხების იმედად რომ რჩები ბოლოს, დასასრული არის ძალიან ახლოს” – ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ეს არის გარემო, რომელშიც “ოცნება” კომფორტულად გრძნობს თავს”.

ეს არის გარემო, რომელშიც “ოცნება” კომფორტულად გრძნობს თავს. ახალგაზრდა მამაკაცს კვერცხს რომ დააჭერინებ ხელში და ასროლინებ მისთვის უცნობი ადამიანისთვის, ყველაფერზე მეტყველებს ამ ადამიანისთვისაც და ამ პარტიისთვისაც.

კვერცხების იმედად რომ რჩები ბოლოს, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რა თქმა უნდა, დასასრული არის ძალიან ახლოს,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!