ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბერდია სიჭინავა - გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა!

გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ რუსთავში განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა.
„უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მოცემულ სიტუაციაში, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან ბოლომდე საკრებულოო გადააბარა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ღია თანამშრომლობა, რომელიც უკვე ფარული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის. 26 ოქტომბერს ამ ორ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი გასცემს საკუთარ პასუხს, რომელსაც ორივეს ერთად ოპოზიციაში გაისტუმრებს,“ - განაცხადა სიჭინავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.