“ბერა, ძმის გულო, მამა რო აიჭრა და გახდა დიქტატორი, ხო შეგიძლია უთხრა: – მამა საით გაუბერე, მთელ ოჯახს და ქვეყანას გვღუპავ?!” – ლადო ბურდული

მახსოვს 2011 წელს დააკავეს ნაციონალებმა ჩემი და ეკა ლემონჯავა როკ კლუბის დირექტორი და მომიწია მისი დაცვა.
ვისთვისაც იბრძოდა ეკა იმ მთავრობამ გუშინ 14 წლის მერე დააკავა ჩემი ძმა შალვა ჩუბინიძე (სუჭი)
ბერა ძმის გულო ჰიპ ჰოპს მღერიხარ შეგხედავს კაცი და დარწმუნებული ვარ ნორმალური ბიჭი ხარ მაგრამ მამა რო აიჭრა და გახდა დიქტატორი თან ბევრი კეთილი და კარგი საქმეების დამფინანსებელი ისეც თავის დროზე და ჩემი ცხონებული მშობლებისთვის საპატივცემულო ადამიანი.
ოკ შენ მაინც ხო შეგიძლია უთხრა როგორც ცივილიზებულმა ადამიანმა
“მამა საით გაუბერე მთელ ოჯახს და ქვეყანას გვღუპავ?!”
ვის გასვლია რამე ბერა ჯიგარო ბიზნესმენი მამა კი არა სტალინი ბერია შევარდნაძე გამსახურდია სააკაშვილი არ დაინდო ცხოვრებამ რისი იმედი გაქვთ მარტო ფულის?
ვერ გაქაჩავთ..
ადამიანები ვართ ყველას გვეშლება მაგრამ შეცდომის აღიარება ყოფილა უფრო მაგარი ადამიანობა.
სანამ დროა ჩაერიე კაცურად და თქვი შენი სიტყვა თუ დაგჭირდი მეც აქ ვარ.
რატომღაც არ გიცნობ მაგრამ მჯერა თავისუფალი სამყარო გირჩევნია პუტლერის რუსეთს. პ.ს. მეც რამოდენიმეჯერ ავყევი ემოციას და უხეშად დავწერე სტატუსები.
მაგრამ მერე წავშალე ი რ არ მიყვარს ძალადობა და აგრესია ბრო.
მაგრამ ყველაფერს ხომ თავის წითელი ხაზებიც ააქვს?!

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს