არქივი22 თებერვალი, 2024, 10:22
ბერაძე პაპუაშვილს: იმის მაგალითი ხართ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელმძღვანელი
მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი პიროვნებისადმი, პერსონისადმი. ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ ბრძანდებით პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელიც იმის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელმძღვანელი - საქმიანი, კომუნიკაბელური, მშვიდი, გაწონასწორებული და მეგობრული. მადლობა ამ ურთიერთობისთვის.
ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, რიმა ბერაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.