ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენი განცმა ომის კაბინეტი დატოვა

ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბენი განცმა ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შექმნილი ომის კაბინეტი დატოვა.
განცის განმარტებით, ხელისუფლების დატოვების გადაწყვეტილება რთული და მტკივნეულია, მაგრამ მიზეზი ის არის, რომ „შეიცვალა ვითარება ქვეყანასა და გადაწყვეტილების მიღების ოთახში“.
”სამწუხაროდ, ბატონი ნეთანიაჰუ ხელს გვიშლის ჭეშმარიტ გამარჯვებასთან მიახლოებაში“, - აღნიშნა განცმა.
მისი თქმით, ნეთანიაჰუ პირად პოლიტიკური ინტერესებს ღაზას სექტორის ომის შემდგომი სტრატეგიის შემუშავებაზე მაღლა აყენებს.
„საბედისწერო სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება გაურკვევლობით და დაგვიანებით, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და პრემიერ-მინისტრს არჩევნების უახლოეს თვეებში ჩატარებისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.