ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვაზე - ომის დროს ეს ხდება - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ განმეორდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 7 მუშაკის დაღუპვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომის დროს ეს ხდება“.
„ეს არის ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ძალებმა უნებლიედ დაარტყეს უდანაშაულო ადამიანებს ღაზის სექტორში. ეს ხდება ომის დროს. ჩვენ საფუძვლიანად განვიხილავთ მას, გვაქვს კონტაქტები მთავრობებთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.