არქივი13 იანვარი, 2024, 18:54
ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ!
„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა, კომპრომისზე არ წავალთ! - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება… გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელს “ვერავინ ვერ გააჩერებს.”
ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უთხრა, რომ “ეს არა მხოლოდ ჩვენი ომია, არამედ თქვენი ომიცაა".
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.