– „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარე, იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის

იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ნათანიაჰუს თქმით, ისრაელის მიერ “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის მკვლელობა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორად ითვლება, ნიშნავს, რომ „ჰამასი აღარ იბატონებს ღაზაში“.
მან მიმართა პალესტინელ ხალხს, რომ „ჰამასის“ შემდგომი „დღის დასაწყისია“.
„ და ეს შესაძლებლობაა თქვენთვის, ღაზის მცხოვრებთათვის, რომ საბოლოოდ თავი დააღწიოთ ტირანიას.
სინვარმა თქვენი ცხოვრება გაამწარა. გითხრათ, რომ ლომია, მაგრამ რეალურად ბნელ ბუნაგში იმალებოდა. მოკლეს, როდესაც პანიკაში ჩვენს ჯარისკაცებს გაურბოდა.
„ჰამასის“ ტერორისტებს ვეუბნები: თქვენი ლიდერები გარბიან და მათი განადგურება მოხდება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველას დაინდობს, ვისაც მძევლები ჰყავს აყვანილი, თუ ისინი მძევლებს გაათავისუფლებენ და იარაღს დაყრიან.
“ამავდროულად ვამბობ, ვინც ჩვენს მძევლებს ავნებს, მისი სისხლი მის თავზე იქნება. მასთან ანგარიშსწორებას მოვახდენთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია