ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ.
ნეთანიაჰუმ, რომელიც სროლის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.
მისი თქმით, ისრაელმა წელს ასობით თავდასხმა აღკვეთა, თუმცა დღეს დილით ამის გაკეთება ვერ შეძლო.
ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, იერუსალიმში დღეს მტკივნეული და რთული დღეა.
„უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები, ცივსისხლიანად მოკლეს და დაჭრეს ქალაქის გულში მდებარე ავტობუსში. თავდასხმა გვახსენებს, რომ ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას და მსოფლიომ უნდა გაიგოს, რის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.