– ჩვენი გმირების სახელით, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში აბსოლუტურ გამარჯვებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ძალებმა გუშინ, სახმელეთო შეტევის დაწყებიდან ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადეს.
„გუშინ ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი გმირების სახელით, ჩვენი სიცოცხლის გულისთვის, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც 21 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“