ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტრამპთან შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრებსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგობრული იყო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტრამპთან შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრებსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგობრული იყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრებისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრების ისტორიაში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრამპთან ისტორიული შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრებსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგობრული იყო“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის ომის მიზნებს იზიარებს.
„დონალდ ტრამპის გეგმა ღაზის სექტორის მომავლის შესახებ ახალ და კრეატიულ ხედვას წარმოადგენს და მას მისი განხორციელება გადაწყვეტილი აქვს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.