არქივი28 მაისი, 2024, 02:06
ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰზე თავდასხმაზე - სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.
"ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, რომ არ დავაზიანოთ ის, ვინც ჩართული არაა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ საქმეს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკში კვირას ისრაელის თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხდარის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.