ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის სუვერენიტეტის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეის წინააღმდეგია.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელს უსაფრთხოების კონტროლი უნდა ჰქონდეს მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ მიწაზე, რომელიც ნებისმიერი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს.
"ეს აუცილებელი პირობაა და ეწინააღმდეგება (პალესტინის) სუვერენიტეტის იდეას. რა ვქნათ? მე ვეუბნები ამ სიმართლეს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და ასევე შევაჩერე ჩვენთვის ისეთი რეალობის დაკისრების მცდელობა, რომელიც ზიანს მიაყენებდა ისრაელის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში შეტევას სრულ გამარჯვებამდე გააგრძელებს, რაც მოიცავს „ჰამასის“ განადგურებას და დარჩენილი მძევლების დაბრუნებას, რასაც, შესაძლოა კიდევ ბევრი თვე დასჭირდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.