ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომი დასრულებასთან ახლოს არ არის

ომი დასრულებასთან ახლოს არ არის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელი არ ჩერდება და ბრძოლას აგრძელებს.
„ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და ის დასრულებასთან ახლოს არ არის. ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთიანობა და ჩვენი მისიის დაცვა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში რეზერვისტების ბრიგადა მოინახულა.
„ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და დასრულებამდე გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.