ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის გმირია და ვფიქრობ, მეც ვარ - დონალდ ტრამპი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის გმირია და ვფიქრობ, მეც ვარ - დონალდ ტრამპი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის გმირია და ვფიქრობ, მეც ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ომის გმირია“, რადგან ივნისში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
„მე ბიბისთან [ბენიამინ ნეთანიაჰუ] ერთად ვიმუშავე. ის კარგი ადამიანია და იქ იბრძვის. ყველაფერთან ერთად, მისი ციხეში ჩასმა სურთ. ის ომის გმირია, რადგან ერთად ვიმუშავეთ. ის ომის გმირია. ვფიქრობ, მეც ვარ. არავის აინტერესებს, მაგრამ მეც ვარ, რადგან ის თვითმფრინავები მე გავგზავნე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები „სრულად განადგურდა“.
„თვითმფრინავები მე გავგზავნე. შემდეგ პილოტები დაბრუნდნენ და ისინი ოვალურ კაბინეტში დავაჯილდოვე. ოპერაცია შესანიშნავი გამოვიდა, სრული განადგურება იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.