ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე მაქვს მკაფიო გზავნილი ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორიზმს - ეს არ მოხდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ქვეყნებისთვის, რომელთაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგეს, აქვს გზავნილი, რომ "ეს არ მოხდება, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება".
„მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს: თქვენ უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ ტერორიზმს.
და მე მაქვს კიდევ ერთი გზავნილი თქვენთვის: ეს არ მოხდება. პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება იორდანეს დასავლეთით" , - განაცხადა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.