ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ - ძირითად მიზნებზე ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაც გვაქვს

მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე და პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში ვერ დავტოვებთ. ჩვენ ძირითადი მიზნების შესახებ ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაც გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს ისრაელის გადასაწყვეტია“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გამარჯვებასთან ახლოს არის და „ჰამასის“ ლიდერებს შორის რიგით მეოთხე პირი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენი სამის ლიკვიდირებაც მალე მოხდება.
„თუ „ჰამასი“ ფიქრობს, რომ ჩვენ შორის დისტანცია არსებობს, ეს სიტუაციას არ ეხმარება. თანხმობა კი ომის ძალისხმევას, გამარჯვების მიღწევასა და მძევლების გათავისუფლებას ხელს უწყობს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.