მაკრონის განცხადებაზე – ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესების მოთხოვნა სამარცხვინოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შესახებ სამარცხვინოა.
„ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებიან ამ [ღერძს] ითხოვენ ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას. რა სამარცხვინოა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მისი მტკიცებით, გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ამ განცხადებას ემანულ მაკრონის ოფისი გამოეხმაურა და ნეთანიაჰუს რეაქცია შეაფასა, როგორც „გადაჭარბებული და საფრანგეთისა და ისრაელის მეგობრობისგან მოწყვეტილი“. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი კვლავ ისრაელის მტკიცე მეგობარია.
შეგახსენებთ, ისრაელისთვის ღაზის სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია