არქივი22 ივლისი, 2024, 11:37
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი აშშ-ის უმტკიცესი მოკავშირე იქნება, მიუხედავად იმისა, ვის აირჩევენ პრეზიდენტად
ისრაელი იქნება შეერთებული შტატების უმტკიცესი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ აირჩევა პრეზიდენტად ნოემბერში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
Reuters-ის ცნობით, ნეთანიაჰუმ, ვაშინგტონში გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ მადლობას გადაუხდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ყველაფრისთვის, რაც მან ისრაელისთვის გააკეთა.
შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.