ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ

ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტებზე მძიმე დარტყმა მივიტანეთ. ცენტრიფუგების მწარმოებელი ქარხნები გავანადგურეთ. ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში რეჟიმის ობიექტებს, შტაბ-ბინებსა და სამთავრობო ტელევიზიას დაარტყა.
„ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს. მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ. ჩვენ გამარჯვებისკენ გზაზე ვართ. ამას ირანიც კარგად ხვდება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.