ირანელ ხალხს – ჩვენ თქვენ არ გებრძვით – თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არა მათ, არამედ რეჟიმს ებრძვის.
„მაქვს გზავნილი ირანელი მამაცი ხალხისთვის: ჩვენ თქვენ არ გებრძვით. ჩვენ ვებრძვით სასტიკ დიქტატურას, რომელიც 46 წლის განმავლობაში გჩაგრავთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში.
მისი თქმით, სჯერა, რომ ირანელი ხალხის გათავისუფლების დღე ახლოსაა.
„მჯერა, რომ თქვენი გათავისუფლების დღე ახლოსაა და როდესაც ეს მოხდება, ჩვენს ორ უძველეს ხალხებს შორის დიდი მეგობრობა კვლავ აყვავდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია