არქივი28 იანვარი, 2026, 10:45
ბენიამინ ნეთანიაჰუ: თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და ისრაელს თავს დაესხმება, ვუპასუხებთ ისეთი ძალით, რაც არასდროს უნახავს - აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელი მკაცრად უპასუხებს.
„ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს - მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გააკეთოს. თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
მისი თქმით, ისრაელი მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან.
„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. სრულად ვართ ინფორმირებულები“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.