ბენიამინ ნეთანიაჰუ - დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ

დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკებების საკითხზე ჩვენს ხედვებს წარვუდგენ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ღაზის სექტორის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და ირანთან მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავს.
„მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენს ხედვებს წარვადგენ, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელის უსაფრთხოებისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში 11 თებერვალს შეხვდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.