ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ომის კაბინეტის“ მინისტრები „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდებიან

დღეს, ნეთანიაჰუ და „ომის კაბინეტის“ მინისტრები „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„ოჯახების წევრებს დეტალებთან დაკავშირებით შეტყობინებები უკვე გაეგზავნათ. შეხვედრას, ასევე, სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც მძევლების ოჯახებისა და დაბრუნებულთა საკეთილდღეოდ მუშაობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პრემიერი და სხვა მინისტრები მძევლების ოჯახის წევრებს ადგილობრივი დროით 15:00-ზე შეხვდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.