ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ყავას ყიდულობს და ხუმრობს მისი გარდაცვალების შესახებ ცნობებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უარყოფს და ხუმრობს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.

კაფეში გადაღებულ ვიდეოში ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და იუმორით პასუხობს მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს ასათაურებს:

„რას ამბობენ, რა ვარ?“, – რითაც პასუხობს გავრცელებულ ჭორებს, რომ ის ირანის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

„გსურთ თითებს დავითვლი“, – აცხადებს ვიდეოში ნეთანიაჰუ, ხელებს წევს და თითებს ითვლის ორივე ხელზე.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა და მისი ბოლო სატელევიზიო გამოჩენა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო გენერირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა