ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენზემა შესაძლოა, "ლიონში" დაბრუნდეს

"ალ იტიჰადის" ფორვარდი კარიმ ბენზემა, შესაძლოა "ლიონში" დაბრუნდეს, ამის შესახებ Todofichajes-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბი ტრანსფერის დახურვაზე უკვე მუშაობს. თავად ბენზემას კი კარიერის დასრულება სწორედ მშობლიურ გუნდში სურს.
ბენზემა "ალ იტიჰადს" 2023 წლის ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. არაბულ პრო ლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში ფრანგმა 6 გოლის გატანა და 3 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.