ბენდი The Tiger Lillies იუწყება, რომ მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაუქმდა ათენში დაგეგმილი კონცერტი

ცნობილი საკულტო ბრიტანული მუსიკალური ტრიო, The Tiger Lillies იუწყება, რომ მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაუქმდა ათენში დაგეგმილი კონცერტი.
ბენდი ფეისბუკით წერს, რომ ათენში მიწვეული იყო ცენტრალური უბნის, ეგზარქიის მოედნის რეკონსტრუქციის მოწინააღმდეგე ადგილობრივი თემის მხარდასაჭერი კონცერტით, რომელიც გაუქმდა “ინდივიდებისა და ჯგუფების მხრიდან უარყოფითი რეაქციების” შედეგად – მათი, “ვისაც არ მოწონს, რომ ბენდი მხარს უჭერს უკრაინას, რასაც ბევრი ‘პრობლემურად მიიჩნევს'” – წერს The Tiger Lillies.
“ეგზარქია არის მემარცხენე შეხედულებების ხალხის უბანი, ის ისტორიულად იყო თავისუფლების, სამოქალაქო ამბოხების, წინააღმდეგობის უბანი. სამწუხაროდ, ის ასევე სავსეა კომუნიზმის იდეალიზაციით და, ფაშიზმთან ბრძოლის სახელით ფაშიზმის წარმოებით” – წერს ბენდი თავის გვერდზე და დასძენს, რომ რადიკალური მემარცხენე ჯგუფები ამ უბანში ცენზურას უქვემდებარებენ და ხმას ართმევენ არა მხოლოდ ხელოვანებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეებსაც.
The Tiger Lillies-ის ახალ რეპერტუარში უკრაინის მხარდასაჭერი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მიმართ მწვავედ კრიტიკული სიმღერებია, რომლებსაც ბენდი ტურნეების დროსაც ასრულებს. 2023 წელს ბენდმა კიევსა და ლვოვში გამართა კონცერტები.
ჯგუფი The Tiger Lillies 1989 წელს დააარსა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა, მარტინ ჟაკმა, რომელიც კონტრტენორის კლასიკურ ტექნიკას ფლობს. უნიკალური ჟღერადობის გამო, ამ ბენდს ხშირად ახასიათებენ “ბრეხტიანულ პანკ-კაბარედ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად