ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდში Ил-76-ის რუსული სამხედრო თვითმფრინავი უკრაინამ Patriot-ით ჩამოაგდო – NYT

ამერიკული გამოცემა New York Times, აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-76 უკრაინამ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემით ჩამოაგდო.
New York Times-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უკრაინამ რუსეთზე იერიშების მიტანის ახალი გზები უნდა განავითაროს. თუმცა, 24 იანვარს Patriot-ით რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვეებიც იყვნენ, ამის თანმდევ რისკებს ასახავს.
Patriot-ი თავდაცვითი სისტემაა, რომლის დანიშნულებაც გარკვეული ტერიტორიის დაცვაა და არა - თვითმფრინავების ჩამოგდება. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ჩამოგდებულ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვეები მართლაც იყვნენ.
24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა.
მოგვიანებით, 28 იანვარს, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს შეუძლია სრულად გასცეს პასუხი, თუ რა მოხდა ბელგოროდის ოლქში Ил-76-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ Ил-76 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.