ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა, - ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„გთავაზობთ, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ საგანგებო მდგომარეობას ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მივანიჭოთ და რეაგირების ფედერალური დონე დავაწესოთ“, - განაცხადა ალექსანდრე კურენკოვმა.
მისივე თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია.
ცნობისთვის, გუშინ, ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.