ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდზე თავდასხმის გამო, რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

ბელგოროდის ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების გამო, რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განუცხადა.

„ბელგოროდში მომხდარი ტერაქტი გაეროს უშიშროების საბჭოში სამართალწარმოების საგანი გახდება - რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა“, - აცხადებს ზახაროვა. 

რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდში აფეთქებებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 108 კი დაშავდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.