არქივი3 მაისი, 2024, 09:41
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველები მშვიდობიანად აპროტესტებენ კანონს, რომელიც აჩენს შეშფოთებას ევროპული ღირებულებების მიმართ რეგრესთან დაკავშირებით
ქართველები მშვიდობიანად აპროტესტებენ უცხოური გავლენის შესახებ კანონს. კანონს, რომელიც აჩენს შეშფოთებას ევროპული ღირებულებების მიმართ რეგრესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაბიბი სოციალურ ქსელში წერს.
„ვგმობ ძალადობას და რეპრესიებს მომიტინგეების მიმართ. მათ სურთ ევროპული მომავალი. მათი ხმა უნდა გაიგონონ“, - აცხადებს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.