ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი დააკავა

ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი დააკავა

ბელგიის სამართალდამცველებმა კორუფციის ბრალდებით დღეს რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკაში, ფედერიკა მოგერინი, რომელიც ამჟამად ევროპის კოლეჯის რექტორია.
Euractiv-ის ინფორმაციით, გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იცოდნენ თუ არა დაკავებულებმა წინასწარ ევროპის კოლეჯში EU დიპლომატიური აკადემიის დასაფინანსებლად გამოცხადებული ტენდერის შესახებ.
პოლიციის ოთხი სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყურადღება გამახვილებულია ბრიუგეში 3.2 მილიონ ევროდ შენობის შეძენის გარემოებებზე, სადაც ამჟამად აკადემიის დიპლომატები არიან განთავსებულები.
ბელგიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა როგორც ევროპის კოლეჯში, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) შენობებში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.