მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, G ჯგუფში ბელგია ეგვიპტეს დაუზავდა – 1:1.
მატჩი თვალსასეირო გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ეგვიპტე კი პირველ ტაიმში აშურმა დააწინაურა, რომელმაც შორიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა კურტუას კარი. მომენტები ბელგიელებმაც შექმნეს და მიზანსაც მიაღწიეს – ჯერ დე ბრუინმა ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შესულმა ლუკაკუმ გაათანაბრა ანგარიში და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამავე ჯგუფში 16 ივნისს ერთმანეთს ირანი და ახალი ზელანდია შეხვდებიან.
მეორე ტურში, 21 ივნისს, ბელგია ირანს, 22 ივნისს კი ახალი ზელანდია ეგვიპტეს დაუპირისპირდება.
სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“
ბელგია – ეგვიპტე 1:1
გოლები: 0:1 აშური (19), 1:1 ლუკაკუ (66)