არქივი12 აპრილი, 2024, 12:52
ბელგიამ გამოძიება დაიწყო ევროკავშირის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ 12 აპრილს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ივნისის საერთოევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე და თქვა, რომ მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა არსებობა ქსელისა, რომელიც ცდილობს უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას.
დე კროომ, რომლის ქვეყანა ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, თქვა ასევე, რომ „მიზანი სრულიად ცხადია: უკრაინის დახმარების შესუსტება რუსეთს ემსახურება ბრძოლის ველზე და ეს რეალური მიზანი გასულ კვირაში გამოვლინდა“.
ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს იმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.