ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მონტე-კარლოში ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ბელა ხოტენაშვილმა. საერთაშორისო დიდოსტატმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი მოჭადრაკე ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. ბოლო ტურში მან მოგებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შემდეგ I–II ადგილები ნიდერლანდელ ელინე რობერსთან გაიყო, თუმცა, პირადი შეხვედრის შედეგის გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასევე, მას დაემატა +30 სარეიტინგო ქულა.
ასევე წარმატებით იასპარეზა ნინო ბაციაშვილმა. მან 9.5 ქულით III–VI ადგილები გაინაწილა.
მერი არაბიძე კი 9 ქულით X ადგილზე გავიდა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა და მასში 30 ქვეყნის 127 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია