არქივი21 ივნისი, 2026, 12:21
ბელა მეტრეველი: ჩვენ, ექიმები, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, და დღესაც რუსთაველზე ვართ... უნდა დაგვიჭიროთ?

ორმოცი წელია ექიმი ვარ, არ დამკლებია არცერთი პერიპეტია, სადაც კი უნდა ვმდგარიყავი როგორც მკურნალი.
სპიტაკის მიწისძვრის დღიდან მოყოლებული აფხაზეთის ომის ბოლო წუთებამდე,
თუ ჭუბერის გოლგოთაზე...
ყველგან ვექიმობდი, ყველგან!
ასე იდგა ბატონი გოგი ჩახუნაშვილიც..
დღეს ის, 75 წლის დამსახურებული ექიმი, ხუთი წლით დაიჭირეთ?
რისთვის?
ხომ არ გაგიჟდით თქვენ ხალხნო?!
ჩვენ, ექიმები, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, და დღესაც რუსთაველზე ვართ...
უნდა დაგვიჭიროთ?",- წერს ექიმი ბელა მეტრეველი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.