არქივი24 თებერვალი, 2025, 17:58
ბელა ბერკემერ-მახარაძე: ეს ის გერმანელი ბიჭია ძვირფასებო, რომლის ნამღერმა ქართველ მსმენელთა გული დაიპყრო, ნახევარ მილიონ ნახვამდე ავიდა (ვიდეო)

"ეს ის გერმანელი ბიჭია ძვირფასებო (ჩემი მულისშვილი-იონთე ფელდჰოფი), რომლის ნამღერმა მენატრებიმ, ჯერ კიდევ წლების წინ ქართველ მსმენელთა გული დაიპყრო, ნახევარ მილიონ ნახვამდე ავიდა და ათასობით თბილი კომენტარიც დაიმსახურა

ხოდა გირჩევთ, 15 თებერვლის საიუბილეო საღამოზე ჩვენი ერთად ნამღერი მენატრებიც ბოლომდე მოისმინოთ და ისიამოვნოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, ცუდ განწყობას პოზიტივით ჩაგინაცვლებთ," - წერს სოციალურ ქსელში ბელა ბერკემერ-მახარაძე; გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.