ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელარუსში გერმანელ კაცს ტერორიზმის დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში მინსკის სასამართლომ 30 წლის რიკო კრიგერს ტერორიზმის და დაქირავებულ მებრძოლად მუშაობის დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, რიკო კრიგერი გერმანიის წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო.
AFP-ს ცნობით, რიკო კრიგერის საქმე ბელარუსში მოქმედ კასტუს კალინუსკის პოლკს უკავშირდება, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. სასამართლო პროცესის ყველა ეტაპი აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბელარუსული უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, რიკო კრიგერის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის ექვსი მუხლით იყო აღძრული, მათ შორის დაქირავებულ მებრძოლად მუშაობა, ჯაშუშობა, ტერორიზმი, ექსტრემისტული ჯგუფის ჩამოყალიბება. ასევე, კრიგერს ბრალად ედება ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქებების ორგანიზება.
რიკო კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს. ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯა დღემდე არსებობს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.