პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელარუსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა

ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ორგანიზაციაში ბელარუსის მიღების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ძვირფასო სახელმწიფოს მეთაურებო, მიღებულია გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის შესახებ“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 3 და 4 ივლისს იმართება ლოზუნგით „მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება - მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისკენ სწრაფვა“. სამიტის მონაწილეები 24 ერთობლივი დოკუმენტის პაკეტის ხელმოწერას, ასევე საბოლოო დეკლარაციისა და განცხადების მიღებას გეგმავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.