ბელარუსი ოპოზიციონერი ციხეში გარდაიცვალა

ბელარუსის ციხეში ოპოზიციონერი ვადზიმ ხრასკო გარდაიცვალა, რომელიც იქ სამწლიან სასჯელს იხდიდა. ინფორმაციას ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვიასნა” ავრცელებს.
განაჩენი ხრასკოს გასულ წელს, 2023 წლის აგვისტოში გამოუტანეს, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების პროგრამებში შემოწირულობის შეტანის გამო. “ვიასნას” ინფორმაციით, ის 50 წლის ასაკში, გასულ კვირას გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად პნევმონია სახელდება. “ვიასნას” ცნობით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა შორის, ხრასკო მეოთხე ადამიანია, რომელიც ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა.
2020 წლის, არჩევნებში ოფიციალურად ქვეყნის ავტორიტარმა მმართველმა, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, რასაც ქვეყანაშში უპრეცედენტო მასშტაბის გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ბელარუსის მოსახლეობა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და თვლის, რომ 2020-ში გამარჯვებული ოპოზიცია იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ