ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელარუსის არმიის ვერტმფრენმა რუსული დრონი ჩამოაგდო - მედია

ბელარუსის არმიის ვერტმფრენმა რუსული დრონი ჩამოაგდო - მედია

ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალების ვერტმფრენმა მი-24-მა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდო „გერბერას“ ტიპის რუსული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ დღეს, 14 ივლისს უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
წყაროთა ცნობით, ინციდენტი 12 ივლისს მოხდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა სულ მცირე სამი რუსული დრონი, რომელთაგან ერთი ბელარუსის არმიის ვერტმფრენის ეკიპაჟმა პატრულირებისას აღმოაჩინა.
წყაროთა თანახმად, განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ბელარუსის გომელის რაიონში ჩამოცვივდა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ბელარუსი უკრაინის კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, როვნოს და ვოლინის ოლქებს ესაზღვრება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციები მოქმედებს ბელარუსის წინააღმდეგაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.