ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბევრი მცდელობა შეიძლებოდა“ - პრეზიდენტი პატიმართა გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. კრასიკოვი პატიმართა გაცვლის საერთაშორისო პროცესის ფარგლებში დააბრუნეს რუსეთში. შეკითხვა ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხის ოფიციალური კომენტარის გარეშე დატოვებას.
„ეს მგონი ჯდება მთლიანად თავიანთ უმოქმედობაში, ძალიან ბევრი მიმართულებით. ესეც არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ ასეთ საკითხზე, სწორედ, მთავრობა არ რეაგირებს, იმიტომ, რომ ეს არის რეაგირება, რომელიც უნდა მომხდარიყო, არა საჯაროდ მაინცდამაინც, მაგრამ იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით და კონტაქტებით, რაც არსებობს მთავრობებს, სხვადასხვა უწყებებს შორის... ბევრი რამ შეიძლებოდა, ბევრი მცდელობა შეიძლებოდა, მე არ ვიცი რას მივაღწევდით, მაგრამ მცდელობა შესაძლებელი იყო“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
1 აგვისტოს რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმრები გაცვალეს, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ცივი ომის დასრულების შემდეგ. გაცვლაში მონაწილეობდნენ სრულიად სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც ცოტა ან საერთოდ არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ მათი ბედის შესახებ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დიპლომატიური ძალისხმევა დახურულ კარს მიღმა.
პატიმრების საერთაშორისო გაცვლისას გერმანიამ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.