ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბევრი ინანებს იმ დაპირისპირებას, რაც ამ კანონს მოჰყვა – მარიამ ლაშხი

გეოგრაფიული არეალი იზრდება, აღნიშნულ კანონს აქვს გაფართოება და მალე მთელი მსოფლიო შეთანხმდება, რომ უცხოური გავლენები გამჭვირვალე იყოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა კანადის სენატის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის დამტკიცებას.
„ჩვენ ამის ფონზე საქართველოში ვნებათაღელვას ვხედავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ბევრი ინანებს იმ დაპირისპირებას, რაც ამ კანონს მოჰყვა“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
Next: ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.